|
2017-05-01 13:02:31, 2073 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობოების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება
„კონსტიტუციას უამრავი ხარვეზი ჰქონდა, მათ შორის ტექნიკური, სტრუქტურა აბსოლუტურად არასწორად იყო ჩამოყალიბებული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადასინჯულია. „რაც შეეხება კომისიის მიზნებს, პარლამენტმა გამოსცა შესაბამისი დადგენილება დეკემბერში, რომლითაც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონკრეტული მიზნები. ორი ძირითადი მიზანი იყო დასახული. ერთი-კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, მეორე მიზანი გახლდათ გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა და მესამე მნიშნელოვანი საკითხი, რაც უნდა გამოიკვეთოს ეს არის მოქმედი კონსტიტუციის გაუმართაობა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. აბსოლუტურად გაუმართავი იყო სტრუქტურა, ნორმები. უამრავი ხარვეზი ჰქონდა კონსტიტუციას, მათ შორის ტექნიკური, სტრუქტურა აბსოლუტურად არასწორად იყო ჩამოყალიბებული, მუხლების დასათაურებაც კი იყო შეუძლებელი, იმდენად აღრეული იყო სტრუქტურა კონსტიტუციაში, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტი უნდა იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო ნებისმიერი იურისტისთვის. ეს სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამივე ამოცანა არის ზედმიწევნით შესრულებელი. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. თქვენ, რომ შეადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი შეთავაზებული რედაქცია არის პრაქტიკულად ყველა მუხლი თითქმის არის გადასინჯული, თითქმის ყველა პუნქტს შეეხო ცვლილებები და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ცვლილებების უხეშად, რომ ვთქვათ 80%-85% ეფუძნება ექსპერტების არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ხას უსვამს პროცესის ინკლუზიურობას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)