|
2017-05-01 12:26:53, 2102 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციაში ხორციელდება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციაში ხორციელდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხშირად არასწორი ფორმით ხდება. „საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებების თაობაზე, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციაში. გარდა ამისა ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ხშირად ხდება არასწორი ფორმით ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. ჩვენ ამოცანაა საზოგადოებას შევუქმნათ ობიექტური წარმოდგენა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. დაგეგმილი გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანიის გაშლა და იმისათვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე. მინდა მიმოვიხილო ის პროცესი, რომელის საფუძველზეც გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუცია და ასევე მინდა მიმოვიხილო ძალიან მოკლედ ამ პროცესის შედეგები“,-განაცხადა კობახიძემ. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტმა საზოგადოებას განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, რომელიც პარლამენტის ეგიდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. „პირველ რიგში რაც შეეხება პროცესს, თქვენ გახსოვთ, რომ კომისიის შექმნის საწყის ეტაპზე იყო დისკუსია ფორმატთან დაკავშირებით, იყო შემოთავაზებული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ერთი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა სამი თანათავმჯდომარის ქვეშ კომისიის არსებობას. ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას განსხვავებული ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის ეგიდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებას. ამ ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება. საზოგადოებას ცოტა ზედაპირულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ამ ორ ფორმატთან დაკავშირებით. მარტივი შედარება კეთდებოდა რა ჯობდა ერთი თავმჯდომარე ყოლოდა თუ სამი თანათავმჯდომარე, რეალურად ორ ფორმატს შორის იყოს კონცეპტუალური განსხვავება. ერთი ითვალისწინებდა საპრეზიდენტო ფორმატს, მეორე საპარლამენტო ფორმატს“,-აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)