22:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 14:52:18, 2127 ნახვა

სამართალი კომენტარი
გვენეტაძე: თუ შევძლებთ, მოვიპოვოთ საზოგადოების ნდობა, კრიტიკის ფარგლები მისაღები იყოს, ეს ჩვენი გამარჯვება იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა ნინო გვენეტაძემ  სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს ინიციატივაზე განმარტებები გააკეთა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხსნის დიალოგს და  ეპატიჟება არა მხოლოდ  ჟურნალისტთა კორპუსს, ან პროფესიულ გაერთიანებებს, არამედ  ფართო საზოგადოებას.

გვენეტაძის განცხადებით,  აღნიშნულ დიალოგს  მართლმსაჯულების ნდობის ამაღლების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა  აქვს და მან  პოზიტიური შედეგები უნდა მოუტანოს  როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას:

„პირველყოვლისა, ჩვენი მიზანია, ამაღლდეს სამართლებრივი მართლშეგნება და ნდობის  ხარისხი სასამართლო ხელისუფლებისადმი. ჩვენი საერთო სასამართლოების სისტემა იმ მოჭარბებული საქმეების განხილვის  პროცესში და საკონსკურსო პირობებში, როდესაც მოსამართლეთა სიმცირის გამო  გარკვეული გაჭიანურება,  შეფერხებები სამართალწარმოების პროცესში  არის, მზად ვართ,  ფართო დიალოგი გავმართოთ საზოგადოებასთან, მოვისმინოთ მათი ყველა  კრიტიკა,  შენიშვნა, დამოკიდებულება და ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვები  ანგარიშვალდებულების მექანიზმების კუთხით. მოგეხსენებათ, მართლმსაჯულება ანგარიშვალდებულია მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის და ყველაზე ფართოდ მოსამართლეების  წინაშე. ასე რომ, ის , რაც ამ დიალოგის შედეგი იქნება, ყველასთვის ერთად გახდება ცნობილი. რაიმე მზა რეცეპტები,  ან რაიმე კონკრეტული ზღვარი, ფარგალი ჩვენთვის არაა დადგენილი“,-აღნიშნა გვენეტაძემ.

კითხვაზე-მოსამართლეთა ნაწილი ამბობს, რომ შეურაცხყოფისთვის საჯარიმო სანქციის მომხრე არიან, გვენეტაძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე  ეს მხოლოდ მათი ჩანაფიქრია.

„ჩვენ მზა რეცეპტი და პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს. ვნახოთ, ეს დიალოგი, საყოველთაო მსჯელობა რა შედეგამდე მივა. შემდეგ ვიმსჯელოთ იმ ღონისძიებებზე და პროცედურებზე, რომელიც იქნება დაგეგმილი. არავითარი პოზიცია არ მაქვს ჯარიმებთან დაკავშირებით. ძალიან კარგად  ვიცნობ სასამართლო სისტემის მუშაობის წესებს,  ვიცნობ მედიის წესებს,  ეთიკურ სტანდარტებს და ამიტომ, ჩამოყალიბებული  რაიმე კონკრეტული მიმართულება არ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

გვენეტაძე ვერ ამბობს, დადგინდება თუ არა დასაშვები კრიტიკის ზღვარი მოსამართლეებთან დაკავშირებით:

„ეს დამოკიდებულია  საზოგადოების მართლშეგნების დონეზე, მაღალეთიკურ  სტანდარტებზე. თუ შევძლებთ, მოვიპოვოთ საზოგადოების ნდობა  და იყოს მისაღები ფარგალი კრიტიკისა, თუნდაც იმ  საქმეებზე, სადაც მხარემ წარმატებას ვერ მიაღწია, მაშინ ეს ჩვენი  გამარჯვება იქნება. მთავარია, საზოგადოებას ღიად ვესაუბროთ, ვესაუბროთ ყველა პრობლემაზე, რომელიც გაგვაჩნია, ასევე მოვითხოვოთ მათგან მხარდაჭერა ურთიერთგაგება და თანადგომა ამ პროცესისა“,-აცხადებს გვენეტაძე.

 კითხვაზე-არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის დაცვას?,-გვენეტაძემ ასე უპასუხა:

„მართლმსაჯულების განხორციელების დროს რეგულაციები მოგეხსენებათ საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი და  ნებისმიერი პროცესის მონიტორინგის დროს შეგიძლიათ, დააკვირდეთ მოსამართლეს, როგორ იცავს  ის პროცესის მიმდინარეობისას იმ წესებს, რაც საპროცესო კანონმდებლობითაა გაწერილი. საკითხი არ უკავშირდება ახალი მექანიზმების შექმნას. საკითხი უკავშირდება  ფართო დისკუსიას, დიალოგს, რომელმაც  შედეგად უნდა მოგვცეს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება. საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობა  უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკმაყოფილო მხარე, რომელმაც სასამართლო პროცესი  ვერ მოიგო, ან მიაჩნია, რომ რაიმე უფლება მის მიმართ ვერ იქნა სათანადოდ დაცული,  გააკეთოს შეფასებები სასამართლოს მიმართ, მაგრამ ეს არ იყოს შეურაცხმყოფელი შეფასებები. ჩვენი მიზანი არ არის მკაცრი რეგულაციების დაწესება, ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა და სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება. ეს ყველაფერი ემსახურება სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას,“,-განმარტა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics