21:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 13:45:24, 1862 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ჩვენი კრედოა - რაც კარგია ვუვლით, რაც არ გვაქვს ვქმნით, რაც ცუდია ვცვლით

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ შექმნილი ახალი ცენტრისტული პარტიის მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა.

როგორც ყოფილმა „რესპუბლიკელმა“   დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მარტივი გზა არ იქნება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს სათავეშივე უნდა შევებრძოლოთ.

„ეს იქნება ცენტრისტული პარტია. მთავარი მიზანი იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება კოალიციური ძალა. მზაობას გამოვთქვამთ, რომ ყველა ოპონენტსაც კი  ვეთანამშრომლოთ. პასუხისმგელობის და ვალდებულების განცდით ვიწყებ ამ საქმეს. ჩვენი კრეადოა-რაც კარგია ვუვლით, რაც არ გვაქვს ვქმნით, რაც ცუდია ვცვლით. მაისის ბოლოს  წარვადგენთ გუნდის წევრებს. ჩვენი პარტია იქნება ქვეყნის პოზიტიური ტრადიციების გაღრმავებაზე ორიენტირებული“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება,   ახალი ცენტრისტული პარტიის სახელს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას როგორც პარტიის დამფუძნებელს, სახელთან დაკავშირებით გარკვეული იდეები აქვს, თუმცა სურს ერთობლივი გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღოს.

„რა თქმა უნდა პარტიის სახელთან დაკავშირებით გარკვეული იდეები უკვე მაქვს, თუმცა მინდა გუნდის წევრებთან ერთად მივიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, პარტიის სახელი ისეთივე მნიშნელოვანია როგორც შვილის სახელი მშობლისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის იქნება ლიდერების პარტია, ეს იქნება წევრების პარტია, სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად ყველა წევრთან ერთად“,-განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics