22:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 13:18:05, 2428 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ნუ ირჯებიან - ხალხის ზურგს უკან კონსტიტუციაზე ვინმესთან გარიგება ჩემი ინტერესი არ არის

„არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან. რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მესვეურებთან. არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით; არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები. არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი. ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს საკუთარ პოზიციას - მე მესმის, რომ ყველა არის პოლიტიკოსი და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამ დოკუმენტში რაღაც, შიდა ინტერესების ჩადება უაღრესად არასწორია. აქ ჩვენ ყველა მართლა გულწრფელები უნდა ვიყოთ და პასუხად ამ გზავნილებზე, მინდა ვთქვა, რომ ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე!", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ კონსენსუსის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს, ძირითად, ჩარჩო კანონის პროექტს ხელი არ მოაწერა არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ დატოვეს კომისია და დოკუმენტს მხოლოდ ერთი პარტია აწერს ხელს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კომისიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების აზრი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ბარიერის დაწევას, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლებას, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების საკითხებს.

პრეზიდენტის აზრით, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვით, ოპოზიციური პარტიების არგუმენტების მიხედვით, მათ გაუჭირდებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ამის გათვალისწინებით, იქმნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ არა მრავალპარტიული, არამედ, ორპოლუსიანი პარლამენტი.

პრეზიდენტის თქმით, ასევე ოპოზიციურ პარტიებს უსამართლოდ მიაჩნიათ, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს მხოლოდ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ითვისებს, არც ეს უსამართლობა არ არის  გასწორებული, რომელიც არც ამომრჩევლისათვისაა მისაღები, რადგან მის, სხვა პარტიისათვის მიცემულ ხმას ითვისებს არჩევნებში გამარჯვებული, სხვა პარტია, რომლისთვისაც მას ხმა არ მიუცია.

გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია", რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და უკვე მერვე შეხვედრა გამართა, მარტში დაიწყო და იგი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, რომელსაც ადმინისტრაციის უროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებიან, საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და შეკითხვა დაუსვან საქართველოს პრეზიდენტს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე გამოაქვეყნა საკონსტიტუციო კომისიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics