|
2017-04-28 13:05:07, 1949 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე საარჩევნო სისტემაზე: ჩვენი ქვეყნის წინაშე კომპრომისზე ვერ წავალთ
"ვცვლით არა ერთ სისტემას უკეთესით, არამედ შემოგვაქვს კარგი, ოპტიმალური სისტემა. როცა საქმე ამას ეხება, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია - კომპრომისზე ჩვენი ქვეყნის წინაშე ვერ წავალთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. "რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჩვენ იმიტომ კი არ შევთავაზეთ ეს სისტემა ქართველ საზოგადოებას, რომ ჩვენი აზრით ეს სისტემა არის უკეთესი არსებულთან შედარებით, იმიტომ შევთავაზეთ საზოგადოებას, რომ ეს არის საუკეთესო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის. თავისი ყველა ელემენტით, თავისი ყველა ბლოკების გაუქმებით",-აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, არასწორია საუბარი, თითქოს საქართველოში 20 კვალიფიციური პარტია არსებობს. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში საუბარი , რომ არსებობს ე.წ. 20 კვალიფიციური პარტია. თუ თქვენ ჩამომითვლით საქართველოში 10 პარტიას, კვალიფიციურზე აღარ ვსაუბრობ, მაშინ მე ვიქნები პირველი მომხრე ბლოკის ინსტიტუტის დატოვების, მაგრამ ამას ვერ ჩამომითვლით. ესაა სიმახინჯე, რომ საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია და ვიდრე ბლოკები იქნება ეს სიმახინჯე დარჩება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში",-განმარტა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ 5%-იანი ბარიერი არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სტაბილური საპარლამენტო სისტემა ჩამოყალიბდეს. " რაც შეეხება გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას, ამასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს სტაბილური განვითარება დემოკრატიული პროცესების",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)