22:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 19:19:27, 2118 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც მთავრობის კომპეტენციაში შედის

 "დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც  მთავრობის კომპეტენციაში შედის",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა კონსტიტუციურ ცვლილებებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სხვა  საკითხებზე გაიმართა.

 "პირველი არის ის, რომ უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რაც ეფუძნება თავის დროზე ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს. ისინი 2010 წელს პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ამ სისტემასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს. რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. არის სრული აღრევა უფლებებისა. სწორედ აქედან გამომდინარე ამბობდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები თავის დროზე, რომ არ იყო თავსებადი უშიშროების საბჭო მთლიან მმართველობის სისტემასთან. მეორე ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესი. დღეს პრეზიდენტი წარადგენს მოსამართლეს და აქაც იგეგმება ამ უფლებამოსილების გადატანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, აქაც შავით თეთრზე ეწერა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, რომ უმჯობესი იყო ამ კომპეტენციის სწორედ ამ სახით მოწესრიგება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics