|
2017-04-27 17:48:44, 1805 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: გამოძიება ისე დასრულდა, რომ პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა პირი, რომლისგანაც მამალაძემ ციანიდი შეიძინა
დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას შეფასებით, მის დაცვის ქვეშ მყოფისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ანგარების მოტივი, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, გამორიცხულია. “მამა გიორგი მამალაძეს ვერანაირი ინტერესი ვერ ექნებოდა შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მაშინ როცა საპატრიარქოში მისი თანამდებობა, სტატუსი, ასევე ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო . დანაშაულის ჩადენა ანგარების მოტივით წარმოუდგენელია. წარდგენილი ბრალი კი კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს პროკურატურას“, - განაცხადა ფანცულაიამ. რაც შეეხება საქმეში მტიცებულების სახით დართული აუდიო-ვიდეო მასალის ავთენტურობის საკითხს, ადვოკატის განმარტებით, მასალის ავთენტურობის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს. “აუდიო-ვიდეო მასალის ავთენტურობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუკი ის ნამდვილია, არ მუშაობს მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ, რადგან მასში დეკანოზის ბრალეულობა არ იკვეთება. სამი თვეა მოვუწოდებ პროკურატურას, გაავრცელოს ჩანაწერის სრული ვერსია, რადგან ასე კიდევ ერთხელ დამტკიცდება მამალაძის უდანაშაულობის საკითხი. საზოგადოებას კი სრული წარმოდგენა შეექმნება საქმეზე”, - აღნიშნა ადვოკატმა. გარდა ამისა, ფანცულაიას თქმით, საქმეზე გამოძიება ისე დასრულდა, რომ პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა ადამიანი, რომლისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა. მისივე შეფასებით, ეს ბრალის აბსურდულობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ამასთან, დაცვის მხარე ამბობს, რომ მოწმის სახით პროკურატურამ მხოლოდ ჟურნალისტ ირაკლი მამაძის ვარაუდები გამოიყენა. ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება. ცნობისთვის, პროკურატურამ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)