|
2017-04-26 10:20:12, 2283 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, უქმდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას განაცხადა. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ჩვენი წინასარჩევნო დაპირება იყო. გადასახადებისაგან თავის არიდების მიმართულებით ზღვარი იზრდება - 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ის 150 000 ლარით განისაზღვრება",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან მოიყვანა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2010-2012 წლებთან შედარებით, 2015-2016 წელს პრაქტიკულად 10-ჯერ ნაკლები პიროვნება მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაბამისი მუხლით და პრაქტიკულად სამჯერ ნაკლები საქმე აღიძრა. „ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული მუხლი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ დანაშაულში გადავიტანოთ და შესაბამისად, ადამინებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ შეასრულონ თავიანთი ნაკისრი ვალდებულებები. ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეალურად მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიზნით, მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საშუალებას იძლევა, რომ გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა და გააჯანსაღოს ბიზნესი. ჩვენ მათ კიდევ არაერთ საკანონმდელო ინიციატივას მოვამზადებთ, რათა გადამხდელმა საქმიანობა უფრო მეგობრულ გარემოში განახორციელოს და ნაკლები დრო დახარჯოს საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობაში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციისას. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეეხება სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებს; სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება; მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას ზედნადების მიღებაზე უარი - თუ საქონლის ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს; აგრეთვე, სისხლის სამართალი აღარ გავრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - თუ არააქციზური საქონლის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რეალურად, ეს ცვლილებები უკვე გატარებულია და საჭიროა მათი ასახვა საკანონმდებლო დონეზე. ბოლო წლების განმავლობაში, ამ ტიპის დანაშაულზე პატიმრობა ფაქტობრივად აღარ გამოიყენება: თუ 2010-2011 წლებში მსგავსი სამართალდარღვევისთვის 31 პირი დააპატიმრეს, 2015-2016 წლებში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა. საკანონმდებლო ცვლილებებით, ზედნადების გარეშე 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება. ამის ნაცვლად, სამართალდამრღვევი 10 000 ლარით დაჯარიმდება.
(NS)
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)