07:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 11:49:06, 2231 ნახვა

მსოფლიო
New York Times-მა, რუსეთის გავლენის გავრცელებაზე მომზადებული სტატიებისთვის, პულიცერის პრემია მიიღო

ამერიკულმა გამოცემამ New York Times-მა მსოფლიოში რუსეთის გავლენის გავრცელებაზე მომზადებული სტატიებისთვის, საერთაშორისო ჟურნალისტიკის ნომინაციაში პულიცერის პრემია მიიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პუბლიკაციები რუბრიკაში ,,რუსეთის ბნელი ხელოვნება” კრემლის მცდელობების შესახებ უამბობს მკითხველს, რომელსაც ოფიციალური კრემლი საზღვრებს გარეთ გავლენის გასავრცელებლად იყენებს. 

როგორც გამოცემის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებმა მასალებში ის პრინციპები გამოააშკარავეს, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკაში. 

ამასთან, BBC-ის ცნობით, საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ინტერნეტ-მაქინაციებზე, "ტროლებზე", ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში შესაძლო ჩარევაზე და ოპონენტების წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენებაზე. 

ცნობისთვის, პულიცერის პრემია ასევე:  Washington Post-ის ჟურნალისტმა, New York Daily News-მაც მიიღეს ჟურნალისტური გამოძიებისთვის. 

ცნობისთვის, პულიცერის პრემიერ 1917 წლიდან არსებობს და ჟურნალისტიკაში, მუსიკასა და ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა. მიმდინარე წელს პრემია 21 ნომინაციაში გაიცა. 1 200 ჟურნალისტური ნამუშევარი იყო წარდგენილი. პულიცერის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ჟურნალისტიკის სფეროში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics