|
2017-04-08 18:01:21, 2715 ნახვა
მსოფლიო
სტოკჰოლმის თავდასხმა - სატვირთო ავტომობილში საეჭვო მოწყობილობა იპოვეს
შვედმა სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში, რომელიც გუშინ სტოკჰოლმში ხალხში შევარდა, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოწყობილობა სატვირთო მანქანაში მძღოლის სავარძელთან იყო შენახული. ადგილობრივი პოლიციის კომისარის დენ ელიასონის განცხადებით, სავარაუდო ტერაქტში ეჭვმიტანილი 39 წლის მამაკაცია, უზბეკეთიდან. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები მის შესახებ ინფორმაციას აქამდეც ფლობდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დადასტურებული ინფორმაციით 4 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)