07:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 10:58:38, 2550 ნახვა

მსოფლიო
AP: პენტაგონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობას იძიებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-მ სირიაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ AP იუწყება.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, რუსეთმა ხელისუფლების მოქმედებების კონტროლი ვერ შეძლო, რასაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური თავდასხმა მოჰყვა.

მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ თავდასხმის ტერიტორიაზე, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, სავარაუდოდ რუსული ან სირიული უპილოტო თვითმფრინავი დაფრინავდა. გარკვეული დროის შემდეგ "დრონი" ისევ გამოჩნდა ტერიტორიაზე, რასაც საავადმყოფოს დაბომბვა მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ შესაძლოა, ქიმიური თავდასხმის მტკიცებულებები დაფარვა სურდათ.

შეგახსენებთ, სირიაში, იდლიბის პროვინციაში რამდენიმე დღის წინ ქიმიური თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მძიმედ დაშავდა. არსებობს ვერსია, რომ თავდასხმა განახორციელა ასადმა, თუმცა სირიის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. კიდევ ერთი ვერსიით თავდასხმაში ჩართული იყო რუსეთი, თუმცა ოფიციალური კრემლი ასევე უარყოფს ბრალდებებს.

გუშინ აშშ-მა სირიის საავიაციო ბაბაზე იერიში მიიტანა. ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც განხორციელდა ქიმიური თავდასხმა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა. ამასთან, აშშ-ს იერიში რუსეთმაც ნეგატიურად შეაფასა. პუტინის თქმით, ეს იყო აგრესიის გამოვლენა სახელწმიფოს მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics