|
2017-04-07 11:22:18, 2307 ნახვა
მსოფლიო
ტილერსონი: რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის მონაწილე იყო, ან არაკომპეტენტური სახელმწიფოა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, რუსეთმა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ 2013 წელს აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. „რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის მონაწილე იყო, ან არაკომპეტენტური სახელმწიფოა, რომელმაც ვერ შეძლო თავისი მოკავშირისთვის წვდომის შეზღუდვა ქიმიურ იარაღზე“, - განაცხადა რექს ტილერსონმა. რაც შეეხება აშშ-ის სარაკეტო იერიშს, ტილერსონის თქმით, ეს ასადის საზარელი ქმედებისადმი პროპორციული პასუხი იყო. ცნობისთვის, ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 60 "Tomahawk"-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)