06:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 16:01:16, 2196 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - ნაპოვნია იმ პირის ცხედარი, რომელმაც სავარაუდოდ, პეტერბურგში აფეთქება განახორციელა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ პირის ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ, პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქება განახორციელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს თქმით, პეტერბურგის მეტროსადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს

მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მონაცემები სავარაუდო თვითმკვლელის შესახებ არ გასაჯაროვდება, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია.

ცნობისთვის, "ტერაქტის სავარაუდო მომწყობი, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, აკბარჟონ ჯალილოვია", - ნათქვამია კომიტეტის ინფორმაციაშია. მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერაქტის შემსრულებელი 1996 წელს დაბადებული, ყაზახეთის მოქალაქე მაქსიმ არიშევი. მალევე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პეტერბურგის მეტროსადგურ "Сенная" და "Технологический институт" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 51 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოგვიანებით მეტროსადგურ "Площадь Восстания" ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროს 63-ვე სადგური დაიხურა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მთელი ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics