05:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 18:27:44, 2366 ნახვა

მსოფლიო
გახმაურებული ტერაქტები რუსეთში

2009 წლის 27 ნოემბერს მოსკოვი-სანქტ პეტერბურგის მიმართულებით მიმავალმა მატარებელმა "ნევსკი ექსპრესი" კატასტროფა განიცა.  აღნიშნულს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. მაშინ ინციდენტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 90 კი მძიმედ დაშავდა.

2010 წლის 29 მარტს მოსკოვში ორი აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალებმა თავი 2 მეტროსადგურზე აიფეთქეს. ტერაქტის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა.

2010 წლის 26 მაისს სტავროპოლში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, შედეგად კი 8 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა.

2010 წლის 9 სექტემბერს ვლადიკავკაზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 158 დაშავდა.

2011 წლის 24 იანვარს მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად კი 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130 მძიმედ დაშავდა.

2013 წელს რუსეთის ტერიტორიაზე 3 აფეთქება მოხდა. 21 ოქტომბერს წითელარმიელთა რეისში ქალმა ტერორისტმა თავი ავტობუსში აიფეთქა. დაიღუპა 7 ადამიანი, 30-ზე მეტი კი დაიჭრა. 29 დეკემბერს ვოლგოგრადის სარკინიგზო სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა. 30 დეკემბერს აფეთქება ტროლეიბუსში მოხდა. მაშინ ტერაქტის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.

2014 წლის 4 დეკემბერს ბოევიკები გროზნოს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 პოლიციელი, 40 კი დაშავდა. ამასთან, 11 თავდამსხმელის ლიკვიდირებაც მოხდა.

2017 წლის 24 მარტს ჩეჩნეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 6 სამხედრო დაიღუპა. გარდა ამისა, 6 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხდა.

ეს იმ მასშტაბური ტერაქტების ნუსხაა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 2010 წლის შემდეგ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ადამიანი 2002 წლის 23-26 ოქტომბერს მოსკოვში მოხდა. აღნიშნული ტერაქტი ნორდ-ოსტის სახელითაა ცნობილი. 40-მა ჩეჩენმა ბოევიკმა მოვსარ ბარაევის ხელმძღვანელობით მძევლად აიყვანეს მიუზიკლ „ნორდ ოსტის“ მაყურებლები დუბროვკის თეატრალური ცენტრის შენობაში. მძევლების გასათავისუფლებელი შტურმის დროს ყველა ტერორისტი განადგურებულ იქნა, მაგრამ მათთან ერთად დაიღუპა 130 მძევალი (174 მძევალი სხვა მონაცემებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics