04:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 16:51:44, 2152 ნახვა

მსოფლიო
რექს ტილერსონი: ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, "რუსეთის აგრესიისთვის" წინააღმდეგობის გაწევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე განაცხადა. 

როგორც ტილერსონმა აღნიშნა, ნომერ პირველი ამოცანა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა და ტერორიზმზე გამარჯვებაა. 

„ამოცანების სიის პირველ ნომრად „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება უნდა იყოს, ვინაიდან ის საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის და ალიანსის პარტნიორებისთვის. მაგრამ, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დარჩეს. იმ აგრესიის, რომელსაც რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, - დასძინა რექს ტილერსონმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ ნატო-ს თავდაცვით ბიუჯეტში მშპ-ის 2% უნდა გამოყონ. 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინაროებს. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მასპინძლობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნულ შეხვედრას პირველად ესწრება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics