|
2017-03-29 16:52:50, 2755 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი „ბრექსითზე“: ვერ ვიტყვი, რომ დღეს ბედნიერი ვარ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სასიხარულო არ არის. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროპელების უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა სურდა. "არც ლონდონში და არც ბრიუსელში, არ არსებობს საბაბი, რომ ეს დღე ბედნიერ დღედ ჩაითვალოს. ბოლოს და ბოლოს, ევროპელების დიდ ნაწილს, მათ შორის ბრიტანელების დიდ ნაწილსაც, სურდა, რომ ჩვენ ერთად დავრჩენილიყავით. რაც შემეხება მე, არ მოვიკატუნებ თავს, რომ დღეს ბედნიერი ვარ", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. ცნობისთვის, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)