03:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 12:24:00, 2838 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირი იშლება, რადგან ის მოსახლეობას აღარ სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის „ნაციონალური ფრონტიდან“, მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის იშლება, რადგან ის მოსახლეობას აღარ სჭირდება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"ევროკავშირი მოკვდება - ხალხს ის აღარ სჭირდება. მე ვსაუბრობ ემანსიპაციაზე, გათავისუფლებაზე. მოვუწოდებ ყველა პატრიოტის ჩვენი დროშის ქვეშ გაერთიანდეს", - განაცხადა ლე პენმა.

ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჟერარ აროს შეფასებით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ევროპისთვის "სიმართლის ჟამი" იქნება.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილსაა დაგეგმილი. მარინ ლე პენის მთავარი კონკურენტები - ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და პროცენტრისტი ფრანსუა ფიიონი არიან. არჩევნების ფავორიტად ემანულ მაკრონი ითვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ მაკრონი გავა მეორე ტურში და მარინ ლე პენს ხმათა უმრავლესობით აჯობებს.

შეგახსენებთ, რომ მარინ ლე პენი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა და სახელმწიფო დუმას ეწვია.

ამასთან, მარინ ლე პენი პრორუს კანდიდატად ითვლება. ის არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics