|
2017-03-27 08:35:51, 2904 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედიის დიდმა ნაწილმა ქვეყანაში მრავალათასიანი ანტიკორუფციული მიტინგები არ შეიმჩნია
დამოუკიდებელი რუსული ინტერნეტ გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ადგილობრივი საინფორმაციო მედიის დიდმა ნაწილმა ქვეყნის ათობით ქალაქში გამართული ანტიკორუფციული მრავალათასიანი მიტინგები ფაქტობრივად არ შეიმჩნია. საპროტესტო აქციები ვერც Яндекс-ის ახალი ამბების სათავეში მოხვდა. ამასთან, Meduza შუა მოვლენების დროს წამყვანი რუსული სააგენტოების, ტელევიზიების და რადიოების ვებგვერდების, ასევე მოსკოვის მერიას დაქვემდებარებული მედია გამოცემების პირველი გვერდების ფოტოებს აქვეყნებს.
ანტიკორუფციული დემონსტრაციები ამ გამოცემების მთავარ ამბებში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპროტესტო აქციები მთელი რუსეთის მასშტაბით ჩატარდა. ზოგიერთ ადგილას აქციები ორგანიზებული იყო, ზოგან სპონტანური. აქციები 82 ქალაქში გაიმართა, და მასში მთლიანობაში 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის მოსკოვის აქციაზე 700-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)