|
2017-03-27 08:22:18, 2309 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ანტიკორუფციულ აქციაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და 700-მდე ადამიანია დაკავებული
რუსეთში არასანქცირებულ ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 700-მდე გაიზარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოსკოვში მიტინგი ტვერსკის ქუჩაზე გაიმართა. არსებული ინფორმაციით, აქციაში 800 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, მან ტრავმა მიიღო და მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველის დაკავების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც BBC წერს, დაკავებულთა შორისა რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნია. კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა რუსებს ანტიკორუფციულ აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. აქციების დიდ ნაწილის გამართვის თაობაზე ხელისუფლების მხრიდან თანხმობა არ იყო გაცემული, თუმცა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწოდებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქებშიც. აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა. მაგალითად, ვლადივასტოკში პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. პირველი დაპატიმრება მოსკოვის დროით 14:00 საათზე მოხდა. პოლიციამ და სპეცრაზმა აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომელთაც პუშკინის მოედანზე ხელში პლაკატები ეჭირათ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)