03:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 12:56:06, 2722 ნახვა

მსოფლიო
ბანგლადეშში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანგლადეშში, ქალაქ სილხეტში, აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი  დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილებიდან  ორი პოლიციელი და ოთხი სამოქალაქო პირია. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სამართალდამცველებმა ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფება ორი დღის წინ აღმოაჩინეს, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსში გამაგრდნენ. ეჭვიმატინელბმა დანებებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც პოლიციამ შენობის შტურმით აღება დაიწყო.  მანამდე კი, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციედლა.

ბანგლადეშის ხელისუფლება ირწმუნება, რომ თავდასხმები არა „ისლაური სახელმწიფოს“ წევრებმა, არამედ ადგილობრივმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჯამაათ-ულ-მუჯაჰედინ ბანგლადეშმა“ მოაწყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics