03:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 19:00:50, 3107 ნახვა

მსოფლიო
მინსკში მიტინგის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს - ქალაქში ჯავშანტექნიკაა გამოყვანილი

მინსკში სამართალდამცველები ადამიანებს მასობრივად იჭერენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაჭერები არასანქცირებული მიტინგის მერე დაიწყო, რომელიც ოპოზიციამ მოაწყო. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ დაახლოებით 100-150 მომიტინგეა დაკავებული.

ბელარუსელი აქტივისტები კი ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას აცნობეს, რომ აქციის გამართვას აპირებდნენ. აქციის მონაწილეები ქუჩაში გამოვიდნენ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის 99 წლისთავთან დაკავშირებით. ეს დღე ბელარუსში ოფიციალურად არ აღინიშნება. მომიტინგეებმა აქციაზე პრეზიდენტის დეკრეტის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც ცნობილია „კანონი მუქთახორობის წინააღმდეგ“ სახელით.

როგორც BBC წერს, მინსკის ცენტრში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, ქალაქში ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს, მილიციამ ათობით ადამიანი დააპატიმრა.

პროტესტების დაწყების უშუალო მიზეზი დეკრეტი „სოციალური დამოკიდებულების პრევენციის შესახებ“ გახდა, რომელიც  „მუქთახორობის გადასახადს“ ითვალისწინებს. ასე უწოდეს ხალხში იმ მოსაკრებელს, რომელიც მოქალაქემ იმ შემთხვევაში უნდა გადაიხადოს, თუ ის ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში „სახელმწიფოს ფინანსირებაში“ მონაწილეობას არ იღებს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე მოაწერა ხელი, მაგრამ 2017 წლის 20 თებერვალს ის ვადა იწურებოდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს 2015 წლის მოსაკრებლის საფასური უნდა დაეფარათ.

ამ გახმაურებული დოკუმენტის აზრი ისაა, რომ  შრომისუნარიან მოსახლეობას გადასახადების გადახდა, ან დასაქმება აიძულონ. ოპოზიცია თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics