|
2016-07-21 10:05:39, 1223 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქრთამის მიცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული ხე-ტყის რეალიზაციისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)