|
2016-07-20 19:56:02, 1163 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაში ჯერ ვერ დაარწმუნეს
ადვოკატ მარიამ ფხალაძის განცხადებით, მაგდა პაპიძე სასჯელის ნაწილში განაჩენის გასაჩივრებაში ჯერ ვერ დაარწმუნეს. მარიამ ფხალაძე "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მაგდა პაპიძის მიზანი არა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა და სასჯელის შემსუბუქება, არამედ გამართლებაა: "მაგდა პაპიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებაში ჯერ ვერ დავარწმუნეთ, ის იგივე პოზიციაზეა. 1 თვიანი ვადა გვაქვს გასაჩივრების და ამ პერიოდში ვაპირებთ კიდევ ერთხელ შესვლას და მის დარწმუნებას, რომ სასჯელის ნაწილში მაინც გასაჩივრდეს, რომ იქნებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ მუდმივი მოეხსნას. მისთვის ამას აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ, დაცვის მხარეს, უფლება გვქონდა, მსაჯულებისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი მუხლი, იგულისხმება გაუფრთხილებლობითი მკვლელობა ბავშვთან მიმართებაში და უბრალოდ განზრახ მკვლელობა 108-ე მის მეუღლესთან მიმართებაში. კატეგორიული უარი განგვიცხადა მაგდა პაპიძემ. მან გვითხრა, რომ ამ შეთავაზებით, ის ერთი წუთით მაინც უშვებს იმას, რომ მის შვილს გაუფრთხილებლობით რაღაცა ავნო. ჩემი მიზანი ის კი არ არისო, რომ მე რაღაცა პასუხისმგებლობას დავაღწიო თავი, სასჯელი შევიმსუბუქო, არამედ მიზანია ის, რომ მე არ ვიყო მსჯავრდებული ჩემი შვილისა და ქმრის მკვლელობაშიო. შესაბამისად, ამაზეც კი უარი გვითხრა და მან თქვა, რომ მზად იყო, თუნდაც მუდმივით მოეხადა სასჯელი, ვიდრე ის, რომ ეს ალტერნატივა თეორიულად მაინც დაგვეშვა. აქიდან გამომდინარე, არვიცი, რამდენად მოვახერხებთ მის დარწმუნებას, რომ გაასაჩივროს, თუმცა ყველანაირად ვეცდებით. ოჯახს, ბუნებრივია, სხვა პოზიცია აქვს. დედა, და იმას ფიქრობს, რომ რამენაირად შეუმსუბუქდეს ეს სასჯელი. თუნდაც 20 წელი ყოფილიყო, იქ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ რაღაც შეგიძლია-მაგალითად, შეწყალებაზე მიმართო, მიმართო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. 20 წლის შემდეგ რაღაცა შეიცვლება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რისკებთან არის დაკავშირებული. კონკრეტული წელი როცა ეცოდინებოდა, ის იცხოვრებდა იმ იმედით, რომ გამოვა თუნდაც 10-15 წლის შემდეგ და მისი შვილისა და მეუღლის საფლავთან მივა. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ აქვს",-აცხადებს მარიამ ფხალაძე. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)