|
2016-07-20 11:36:34, 1087 ნახვა
სამართალი
ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიიბარეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ვარშალომიძე უწყებაში ორშაბათს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ცნობისთვის, გუშინ, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქმედება, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს. „ექსპრესნიუსი“ ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „18 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის” ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ბათუმში „სოციალური სახლების პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. მსგავს ხელშეკრულებებს ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოქალქეებთან ამ დრომდე აფორმებს. ხელშეკრულების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, წარმოდგენილი ლევან ვარშალომიძის სახით, იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას, განახოციელებს მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მათ უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. აღნიშნული ვალდებულების განხორციელებას პარტია ეტაპობრივად, გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ნორმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა პროგრამებსა და იდეებზე დაყრდნობით აწარმოონ და არა ფინანსური/მატერიალური დაინტერესების მეშვეობით. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედება, შესაძლოა, მიმართული იყოს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეთა ხმების მიღების სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისკენ. მიგვაჩნია, რომ პარტიის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)