05:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 09:24:35, 1447 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, 44 მოსამართლე აირჩია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად  44 მოსამართლე აირჩიეს. მათგან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლეა.

კონკურსი გამოცხადებული იყო 65 ვაკანსიაზე და მასში მონაწილეობას 122 კანდიდატი იღებდა.

თანამდებობაზე დაინიშნენ:  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - მერაბ გაბინაშვილი.

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაკა გორგოძე.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია - მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე.

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - დავით მამისეიშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - გოჩა დიდავა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში - მანანა ნიკაჭაძე.

გურჯაანის რაიონული სასამართლო - დევი დევიძე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო - ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი.

თელავის რაიონული სასამართლო - ზვიად შარაძე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ვასილ მშვენიერაძე.

 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - ეკატერინე ყანჩელი.

 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - მამია ფხაკაძე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი.

 სამტრედიის რაიონული სასამართლო - ლევან მეშველიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics