|
2016-07-12 13:32:56, 1048 ნახვა
სამართალი
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება
"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. უცნობია, სახელმწიფო ბრალდება რა სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიება მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი 19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიაზე“. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. "ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დაკავებულები არიან. სასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასევე მასზე გამოცხადებულია ძებნა.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)