15:57 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 12:53:42, 1283 ნახვა

სამართალი
თეთრიწყაროს რაიონში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი ერთი პირი კი, მოკლა

თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ხაიშში მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო სტუმრად მყოფი მამაკაცი მოკლა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ასევე დაიწყო სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11 პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი საპროცესოს გაფორმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს
სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics