03:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 15:28:55, 968 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: უნდა შეფასდეს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა OECD-ის ქვეყნების დონემდე სწრაფად მივიდეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას  მაღალი დონის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის  მოადგილე, დუგლას ფრანცი ხელმძღვანელობს.

თანამშრომლობის ახალი მიმართულების  გამოკვეთის მიზნით, OECD-ის  სამდივნომ საქართველოს მთავრობას  უწყებათაშორისი  შეხვედრის გამართვა შესთავაზა. შეხვედრას  ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდა. მხარეებმა    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების  სტრატეგიული დოკუმენტების   ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

თანამშრომლობის გაღრმავება მოიცავს ისეთ  თემებს, როგორიცაა: საჯარო მმართველობისა და მართლმსაჯულების  რეფორმა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, განათლება და გარემოს დაცვა.

 „დღეს ჩვენთან იმყოფება OECD -ის გენერალური მდივნის მოადგილე. ეს არის ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროექტი, სადაც OECD არის ჩართული. მინდა, მოგახსენოთ, რომ ძალიან ფართოა იმ პროექტების ჩამონათვალი, სადაც OECD გვეხმარება, დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიიდან, დამთავრებული საბაჟოს რეფორმებით. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც აღინიშნა შეხვედრაზე, ასევე ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს OECD-ის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის დახმარებაში და შესაბამისად, რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ მცირე და საშუალო ბიზნესების, განათლებაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, საბაჟოზე და ვაჭრობის მხარდაჭერაზე, მწვანე ეკონომიკაზე. შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთდეს კომპლექსული შეფასება, სად იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ, რა ქმედებებია განსახორციელებელი, რათა ძალიან სწრაფად, ნაკლები დანაკარგებით და მეტი სარგებლით მივიდეთ OECD-ის ქვეყნების დონემდე”,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics