|
2016-06-30 13:00:06, 1004 ნახვა
ეკონომიკა
თაბუაშვილი: ლარის გაცვლით კურსზე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმაც იმოქმედა
ფინანსთას მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ვინაიდან საქართველოში ვალუტის თავისუფალი ცურვის რეჟიმი მოქმედებს, ლარის გაცვლით კურსზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და სტაბილურობა შენარჩუნდეს. თაბუაშვილის განმარტებიტ, მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობს: „იცით, რომ გაცვლითი კურსი, ლარი არ არის არც ერთ ვალუტაზე მიბმული დაფიქსირებული და არც რომელიმე ვალუტების კალათაზეა მიბმული. ჩვენ გვაქვს არჩეული თავისუფალი მცურავი რეჟიმი. შესაბამისად, ლარის გაცვლით კურსზე შეიძლება გავლენა იქონიოს ძალიან ბევრმა ფაქტორმა. ჩემმა განცხადებაც კი შეიძლება გარკვეულწილად გავლენა იქონიოს. ამიტომ, იგივე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა და ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებაც იმოქმედა, საგარეო ვაჭრობის დინამიკამ, მოლოდინებიც მოქმედებს. არის როგორც გამყარებისკენ მოძრაობა, ასევე გაუფასურებისკენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და შევინარჩუნოთ სტაბილურობა, თორემ გაცვლითი კურსი სადაც დაფიქსირდება, ახალი წონასწორაბა რაც განისაზღვრება, ის არის მოცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი რეჟიმი“, - განაცხადა თაბუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)