დღეს,  ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

" />
02:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 10:50:09, 1056 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ევროკავშირის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას EFTA-ს წევრ ქვეყნებთანაც გააფორმებს

დღეს,  ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.

 უწყების ინფორმაციით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია(EFTA)ოთხს ქვეყანას-შვეიცარისა, ლიხტენშტაინს, ნორვეგის და ისლანდიას აერთიანებს.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე.

შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2015 წლისსექტემბერში თბილისში დაიწყო. სამრაუნდიანი  მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა 2016 წლის 26 თებერვალს.

შეთანხმება ძალაში  მხარეების მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ შევა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics