|
2016-06-22 11:31:16, 1301 ნახვა
ეკონომიკა
შპს „გეჯეთის თევზი“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში არსებული შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის 100%-იან წილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად ობიექტზე მინიმუმ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, სადაც თევზის გადამამუშავებელი ქარხნის და სამაცივრე მეურნეობის აშენება იგეგმება. შპს „გეჯეთის თევზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–იანი წილის საწყისი საპრივატიზებო ფასი 52 000 ლარია, აუქციონი პირველ ივლისს დასრულდება. „2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ საწარმოების რაოდენობა 331-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 159 საწარმოა. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი - ჩვენ ვცადეთ დაფინანსების მოძიება ქართველ ბიზნესმენებსა და ბანკებს შორის, მაგრამ შემოწირულების გაღება არავინ ისურვა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)