|
2016-06-21 17:51:29, 1047 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია მოაწყო
„გალტ & თაგარტმა“ სექტორული კონფერენციების სერიიდან, G&T Industry Series, პირველი სექტორული კონფერენცია სასტუმრო „Holiday Inn თბილისში“ გამართა. კონფერენცია საქართველოს ტურიზმის სექტორს მიეძღვნა, სადაც "გალტ & თაგარტის" მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო შედეგებს, დღევანდელ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აჭარა ჯგუფი და სილქ როუდ ჯგუფი. გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის: ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა 2016 წლის ხუთ თვეში - რამ განაპირობა ეს ზრდა და რა მოლოდინებია წლის მეორე ნახევარში; რა მიმართულებით არის ქვეყანაში პოტენციალი ტურიზმის სექტორის განვითარების შემდეგ ეტაპზე; სასტუმროების სექტორი - ბრენდირებული სასტუმროების დაგეგმილი პროექტები, სად არის შესაძლებლობები; საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Travel & Tourism Competitiveness Index-ის მიხედვით - რომელ ქვე-ინდექსებში არის საქართველო მოწინავე ადგილებზე და რომელში ჩამორჩება; სახელმწიფოს ინიციატივები ტურიზმის სექტორის წახალისებით მიზნით. "გალტ & თაგარტი აკეთებს სხვადასხვა სექტორების კვლევებს, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ტურიზმის სექტორი, ვინაიდან საქართველოში ყველაზე მსხვილი სექტორია.დღეს კარგი დინამიკაა ტურიზმში, ვიზიტორების დინამიკა 15%-დან 20%-მდე იზრდება, ხოლო ტურისტების ოდენობა 20%-ზე მეტით. ჩვენ გვინდა ისეთი ადგილი, სადაც შეიკრიბებიან სექტორის ძირითადი მოთამაშეები, მთავრობის წარმომადგენლები და იმსჯელებენ ამ განვითარებაზე",-განაცხადა Galt & Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძემ. გალტ & თაგარტის საინვესტიციო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის ნინო პაპავას განმარტებით, ღონისძიებათა ციკლის, G&T Industry Series, მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები - იმ მიზნით, რომ განიხილონ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. "ჩვენის მხრივ, აუდიენციას წარვუდგენთ ჩვენს უახლეს სექტორულ კვლევას და გავუზიარებთ დაგროვილ ცოდნას. გვსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინოს თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ საკითხს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობენ მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სექტორული კონფერენციების სერიას მიეცემა პერიოდული სახე და წლის განმავლობაში 3 სექტორის დაფარვა იგეგმება“,-აღნიშნა ნინო პაპავამ. „აჭარა ჯგუფი“-ს მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების დირექტორის ოთო ბერიშვილის თქმით კი, აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს გალტ & თაგარტის სექტორული კონფერენციების ჩატარების ინიციატივას და მოხარულები არიან, უმასპინძლონ პირველ კონფერენციას სასტუმროში Holiday Inn Tbilisi. "მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის, რადგან დღეს საქართველოს გააჩნია ყველანაირი წინაპირობა, იმისათვის, რომ გახდეს სამაგალითო ქვეყანა თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძლობა ჩვენი ცხოვრების წესი და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“,- განაცხადა ოთო ბერიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის შეფასებით, ტურიზმი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და ამ სექტორში სერიოზული ზრდა შეინიშნება. სწორედ ამიტომ, ბოჭორიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, მსგავს ფორმატში ტურიზმის დარგზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ: "ერთ-ერთი ყველაზე ზრდადი სექტორია. აქიდან გამომდინარე, როგორც იცით, 5 თვის შეჯამებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს, რაც მართლა რეკორდულია, ხოლო საერთაშორისო ტურისტები, ვინც ერთ ღამეზე მეტხანს გაჩერდნენ, თითქმის 800 000-მდეა, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 13%-იანი ზრდაა. როცა ქვეყანაში დარგი ასეთი ზრდადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ უფრო მეტად ამ დარგზე, ვნახოთ რა გამოწვევებია, თუ როგორ ვართ მზად, რომ ტენდენციებს და მოლოდინებს ხელი შევუწყოთ და ის შესაძლებლობები, რასაც ეს დარგი იძლევა, უფრო მეტად გამოვავლინოთ. მეტად ისაუბროს კერძო სექტორმა, რათა დაინახოს ეს პერსპექტივები და უფრო მეტად ჩაერთონ ამ სექტორში. ყველა მეწარმე და ბიზნესმენი გრძნობს ამ დარგის პოტენციალს",-განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა. სრულად ტურიზმის სექტორის შესახებ ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ: www.gt.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)