|
2016-06-20 12:55:07, 657 ნახვა
ეკონომიკა
საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მაისში 4070 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 780 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3290 მილიონ აშშ დოლარს (8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 185 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 980 მლნ. აშშ დოლარი (4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 30, 27 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში ასევე 32 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მაისში 953 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 16 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 236 მლნ. აშშ დოლარი (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 717 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 22 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 29, 38 და 26 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-მაისში 21 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (621 მლნ. აშშ დოლარი), კანადა (458 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (322 მლნ. აშშ დოლარი). 2016 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 127 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 66 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 63 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 748 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 23 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 186 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 178 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)