16:42 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 12:13:47, 982 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამუშაო ვიზიტით როტერდამში იმყოფება

როტერდამში ევროკომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს ორგანიზებით „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების დღეები“ გაიმართა,  რომლის  ფარგლებშიც  შედგა მინისტერიალი „სატრანსპორტო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან“ და ასევე  შეხვედრა ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

 თავის გამოსვლაში ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო მაგისტრალთან შეერთების მნიშვნელობას, ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტუქტურულ პროექტებთან ერთად  ტრანსპორტის სფეროში საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებზე. დავით ხუციშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მნიშვნელობაზე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების მიზნით.

ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის წარმომადგენლებთან - ტრანსპორტის ევროკომისრის ვილოლეტა ბულცის კაბინეტის უფროსთან მატეჟ ზაკონჟეკსთან და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალურ დირექტორთან ჰენრიკ ჰოლოლეისთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბოსნია/ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბოსნია/ჰერცეგოვინას გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics