16:44 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 15:50:58, 1140 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველი მოადგილესთან  ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს  შეხვდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების,  ასევე, წყლისა და წყალანირების სისტემების მშენებლობის სფეროში.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB საქართველოში მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური დახმარებას. შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირების  ვიზიტის მნიშვნელობას სამომავლოდ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics