|
2025-02-02 21:53:02, 381 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღე
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. 67-ე დღეა რაც მოქალაქეები უწყვეტი პროტესტით და მანიფესტებით ხელისუფლებისგან აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქცია მიმდინარეობს "თბილისი მოლის" მიმდებარედაც, საიდანაც მოქალაქეები მარშით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. ცნობისთვის, "თბილისი მოლთან" შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა დღის 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები - გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)