01:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 14:45:48, 351 ნახვა

სამართალი
მაია მწარიაშვილი - მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა უკანონოა

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი განცადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა უკანონოა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში მყოფ საქმეზე, სადაც ბრალდებულმა პოლიციელს დანით მიაყენა დაზიანება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს ქმედება არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - “სსკ”) 353¹ -ე მუხლის მნიშვნელობით.

მათივე ცნობით, მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 353¹ -ე მუხლით.

,,აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში მყოფ საქმეზე, სადაც ბრალდებულმა პოლიციელს დანით მიაყენა დაზიანება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს ქმედება არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - “სსკ”) 3531-ე მუხლის მნიშვნელობით. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 3531 -ე მუხლით.

2024 წლის 30 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე (No1130აპ- 23 მ-ძე რ, 1130აპ-23), სადაც რ.მ მიცემულ იყო პასუხისგებაში სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქმის ფაბულა: დაზარალებული პოლიციელები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ადგილზე ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, ადგილის დათვალიერებას, დასურათებას, რაც აგრესიულად გააპროტესტა მძღოლმა/ბრალდებულმა. ბრალდებულმა მოსთხოვა პოლიციას შეეწყვიტა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დაემუქრა, შემდეგ ჯიბიდან ამოიღო დანა, მოუქნია პოლიციელს და მარჯვენა

ხელის არეში დანით მიაყენა დაზიანება, ხოლო მეორე პოლიციელს ჩაარტყა ფეხი ფერდში, რის შემდეგ იგი დააკავეს.

მოცემულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციას არ წარმოადგენს სსკ-ის 3531-ე მუხლი. სასამართლომ ეს დაასაბუთა შემდეგნაირად:

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531 -ე მუხლით გათვალისწინებული, დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე

მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სსკ-ის 3531-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სახეზე უნდა იყოს თავდასხმა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით და არა მისი დაზიანება იმ გარემოებაში, როდესაც მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა ან პოლიციის საქმიანობის

შეწყვეტა.

სასამართლომ მიუთითა, რომ 3531-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება თუ თავად პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ თუნდაც ფიზიკური ძალადობა თუ ბრლადებულთა ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.

შესაბამისად, საქმეში, სადაც ბრალდებულმა განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა დანის გამოყენებით და მიაყენა მას დაზიანება, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელის დანით დაზიანება არ იყო მიმართული პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ სსკ-ის 3531-ე მუხლის თვალსაზრისით, არამედ მისი მიზანი იყო პოლიციელის საქმიანობისათვის ხელის შეშლა და არ დააკმაყოფილა ბათუმის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის ქმედების 3531-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ.

მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეში პროკურატურას უნდა დაგვაჯეროს, რომ მზიას მიერ გაწნული სილა იყო თავდასხმა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics