2025-02-02 19:47:35, 626 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელია დაკავებამდე პოლიციას მოქალაქის დახმარებას სთხოვდა - ვიდეო
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიციამ დააკავა, სამართალდამცავებს დაკავებამდე სთხოვდა, დახმარებოდნენ აქციის მონაწილეს, რომელიც შეუძლოდ გახდა.
„ქალია ცუდად, ძირს წევს,“ – მიმართავდა მელია პოლიციელებს, თუმცა, მისივე თქმით, არც ერთმა სამართალდამცავმა არ მოახდინა რეაგირება, ხოლო ერთ-ერთმა ნიღბიანმა პოლიციელმა უპასუხა: „ეგდოს მერე.“
ცნობისთვის, ნიკა მელია თბილისი მოლთან აქციის მიმდინარეობისას დააკავეს, მას გზის გადაკეტვის მცდელიბას ედავებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,