18:59 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 11:34:55, 534 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ დაიხურა

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ დაიხურა.

სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას 3 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.

შუამდგომლობის მიხედვით, დაკითხვისას ისეთი გარემოებები შეიძლება გაჟღერდეს, რაც კომერციულ საიდუმლოებას შეეხება. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

„მინდა, რომ ეს სხდომა და პროცესი გამჭვირვალე იყოს, ბევრი კითხვის ნიშანია პროკურატურის გამჭვირვალობასთან. ჩემი უფლებაა, პროცესი საჯარო იყოს“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა მხოლოდ ერთი მოწმის ნაწილში დახურა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics