16:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 12:16:00, 372 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან - ისევ სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები

აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა, რაც "თიბისი კაპიტალის"  დაახლოებით 9.3-10 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. შესაბამისად, სრული 2024 წლის მოლოდინიც აქამდე არსებულ 9%-თან შედარებით, უფრო მეტია. მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტურიზმისა და ადგილობრივი ექსპორტის მატება.

ლარის კურსის კუთხით, "თიბისი კაპიტალის", როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია. საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. თუ სექტემბრის მეორე ნახევრამდე ისტორიულად მაღალი სავალუტო შემოდინებების პარალელურად ეს ლარის გაცვლით კურსს არ გადაეცემოდა და, უფრო მეტიც, სებ-ს აგვისტოში სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებაც კი ჰქონდა, თვის მეორე ნახევრიდან ლარზე ნეგატიური ზეწოლა გაძლიერდა და მცირედ გაუფასურებაში გამოიხატა.

რაც შეეხება პროგნოზს, ის 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.8 ნიშნულს, შემდგომ კი ლარის გამყარებას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ასევე, "თიბისი კაპიტალის" აზრით, უცვლელია საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობაც.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics