16:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 13:12:44, 340 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance,“თიბისი“ საქართველოში ზედიზედ მესამედ  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლის საუკეთესო SME ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ბაზრისა და საჭიროებების ცოდნა, შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი, ბაზრის წილი, ბიზნეს და მარკეტინგული შედეგები,  სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა SME სექტორისათვის. ასევე მხედველობაში მიიღეს ის არაფინანსური პროექტები, რომლებსაც ბანკები ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

“ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - Global Finance-მა  უკვე მესამედ დაგვასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ ბანკად საქართველოში. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ბიზნესებს შესთავაზოს ყველა საჭირო პროდუქტი და სერვისი, რაც მათი განვითარებისა და ზრდისთვის აუცილებელია.  “თიბისისთან“ ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა“,- განაცხადა ვეფხვია ლომინაშვილმა, “თიბისი“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა.

ჟურნალი Global Finance  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  37  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics