|
2024-09-13 11:31:32, 332 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან
ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines - ის, Capital Airlines - ის და Sichuan Airlines - ის ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდგომ გაზრდილია ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ასევე მგზავრთნაკადი ორ ქვეყანას შორის. "აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ინტერესი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ჩინეთიდან მზარდია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ გვყავდეს მეტი ახალი ავიაკომპანია ჩინეთიდან, გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციისა და აეროპორტის მიმართულებით, შესაბამისად, პეკინში ვიზიტის ფარგლებში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, რომ დავაინტერესოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები საქართველოში პირდაპირი ფრენების ოპერირებისთვის" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ქვრივიშვილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგული კამპანიები იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს მგზავრთნაკადი, ისევე როგორც ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმის გაძლიერებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)