2024-02-08 21:42:51, 1184 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ ბერისლავის მახლობლად, გზატკეცილზე, სამართალდამცავებმა ცეცხლმოკიდებული მანქანა აღმოაჩინეს, სადაც ორი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყო
"ომის კანონმდებლობისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,