2024-02-05 22:52:51, 1333 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ასეევ არიან დაშავებულებიც.
"რუსებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემით დაბომბეს ქალაქი ვოროჟბა, დაფიქსირდა 8 აფეთქება, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 40 წლის კაცი, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,