2024-02-05 20:06:05, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 F-16-ს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინაში კიდევ 6 F-16 გამანადგურებლის გაგზავნისთვის ემზადება, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ოლონგრენმა აღნიშნა, საჰაერო ხომალდების საერთო რაოდენობა, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს, 24-მდე გაიზარდა.
"ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში გადასატანად დამატებით 6 F-16 მოიერიშე თვითმფრინავს ამზადებს. მატი მთლიანი რაოდენობა 24 F-16-მდე იზრდება.უკრაინის საჰაერო უპირატესობა აუცილებელია რუსეთის აგრესიის დასაპირისპირებლად", - წერს ოლონგრენი X-ზე
ავტორი: ექსპრესნიუსი,