18:06 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 14:56:16, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

"რუსეთის არმიამ მირნოგრადზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელდა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტზე თავდასხმისას S-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. 38 წლის კაცი, რომელიც სამსახურიდან სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. დაშავდა 50 წლის ქალიც. იგი სისხლჩაქცევებით საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ", - აღნიშნულია დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics