17:19 - 11 Apr, 2026
|
2024-01-27 10:39:07, 1224 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 4 დრონი გავანადგურეთ
უკრაინამ, 27 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 4 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა. "2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან) Shahed-136/131 ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)