17:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-23 11:42:53, 1306 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევი და ხარკოვი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ბავშვია.

"ამჟამად დედაქალაქში, სოლომიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მტრის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. კერძოდ, ექიმები ატარებენ რეანიმაციულ ზომებს ერთ დაზარალებულზე, ერთს, 13 წლის ბიჭს, ადგილზე დაეხმარნენ", - განაცხადა კლიჩკომ.

კიევის გარდა, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები ხარკოვზეც მიიტანეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 28 ადამიანი.

"ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. დაიღუპა 2 ქალი და დაშავდა 28 მშვიდობიანი მოქალაქე. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ. ოკუპანტებმა დაარტყეს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას: განადგურდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სამოქალაქო პირების ავტომობილები. ეს არის მორიგი ტერორისტული აქტი", - წერს სინეგუბოვი Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics