22:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 12:47:09, 682 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიასთან ენმ-ის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას პროევროპული კურსის შენარჩუნებაც წარმოადგენს. 

"მერი არის ეჭვმიტანილი ძალიან ბევრ კორუფციულ, დანაშაულებრივ სქემაში და გარდა ამისა, ის არის რუსული გავლენის აგენტად ქცეული, როგორც "ქართული ოცნების" ყველა ხელმძღვანელი პირი. "კახა რუსი" გამოდის და ამბობს, რომ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ რუსეთში. ყველა ასეთ ადამიანთან მივალთ და მოვთხოვთ პასუხს. მალე დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი", - უთხრა აქციაზე მყოფმა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა "მთავარ არხს".

შეგახსენებთ, რომ აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 20 თებერვალს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, 13 თებერვალს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი,  ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ.

უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. 

ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics